ციციშვილის კლინიკაში, 80-მდე კოვიდინფიცირებული ბავშვია მოთავსებული, 19 მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მცირეწლოვანი პაციენტი კოვიდგართულებებით, კლინიკაში 6 დღის წინ შეიყვანეს. მანამდე ის სხვა კლინიკაში მკურნალობდა.

ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის ცნობით, ამჟამად მათ კლინიკაში 80-მდე კოვიდინფიცირებული ბავშვია მოთავსებული. აქეან 19 მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია.

კლინიკის ადმინისტრაციის ცნობით, ინფიცირებული ბავშვებიდან მხოლოდ ორის მშობელს აქვს კოვიდვაქცინაცია ჩატარებული, ერთჯერადი დოზით. მათივე ცნობით, რენიმაციაში მოთავსებული 19 მცირეწლოვანიდან, ერთი 2.5 თვის ჩვილია, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ბოლო 24 საათში, მხოლოდ 4 124 ადამიანი აიცრა. საქართველოში სულ ჩატარდა 1 818 258 დოზა აცრა.

დღეს, 30 კოვიდინფიცირებული ადამიანი გარადიაცვალა. ბოლო 24 საათის მონაცემებით, ინფიცირების 867 ახალი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ამ დროისთვის 17 858 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. 962 მძიმე პაციენტია. 4 133 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი.