ლაგოდეხის სოფელ კაბალში ერთ-ერთ სახლს ორი ხელყუმბარა ესროლეს

ლაგოდეხის სოფელ კაბალში ერთ-ერთ სახლს ორი ხელყუმბარა ესროლეს, მათგან ერთი აფეთქდა.

სახლის მეპატრონე ბიზნესმენი ემზარ მამედოვია. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა, დაზიანდა მხოლოდ ავტომობილი.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, სხვისი ქონების დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.