25 წლის ხათუნა მელიქიშვილმა "აიცერი და მოიგეში" 10 000 ლარი მოიგო. ხათუნა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სამებაში დედ-მამასთან ერთად ცხოვრობს, ის პროფესიით ფინანსისტია და ბანკში მოლარე ოპერატორად მუშაობს.
“გათამაშების შესახებ ინფორმაცია კი მქონდა , მაგრამ მოგება არასდროს გადამიმოწმებია, რადგან მეგონა, მე არასდროს არაფერს მოვიგებდი. სიმართლე გითხრათ, შოკში ვარ, მოგება და თან 10 000 ლარის - ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი“, - ამბობს ხათუნა მელიქიშვილი.
ბოლო 24 საათში, მხოლოდ 4 124 ადამიანი აიცრა. საქართველოში სულ ჩატარდა 1 818 258 დოზა აცრა.
დღეს, 30 კოვიდინფიცირებული ადამიანი გარადიაცვალა. ბოლო 24 საათის მონაცემებით, ინფიცირების 867 ახალი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ამ დროისთვის 17 858 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. 962 მძიმე პაციენტია. 4 133 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი.