ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 30 ოქტომბერს, მერების არჩევნებში, 64 თვითმმართველი ქალაქიდან, მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება.
ნაციონალური მოძრაობიდან მეორე ტურში გადასვლა 17 კანდიდატმა შეძლო. მეორე ადგილზე მხოლოდ ცაგერში გავიდა გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი და ასევე, ორ ქალაქში — თიანეთსა და ოზურგეთში — „ოცნებას“ დაუპირისპირდებიან დამოუკიდებელი კანდიდატები თამაზ მეჭიაური და კონსტანტინე შარაშიძე.
პირველი ტური "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიგო შემდეგ ქალაქებში ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, წალენჯიხაში. კანდიდატების ხმებს შორის 1%-ზე ოდნავ მეტი ან ნაკლები სხვაობა დაფიქსირდა შემდეგ ქალაქებში: რუსთავი, ხელვაჩაური, სენაკი, ბათუმი. 5 პროცენტის ფარგლებშია სხვაობა მარტვილში, წყალტუბოსა და წალენჯიხაში.
როგრც ცნობილია, დანარჩენი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, მეორე ტურში, "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერენ მხარს.
ჯერ კიდევ კითხვის ნიშნები ისმის გიორგი გახარიას პარტიის პოზიციაზე. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს რომ გახარია და მისი გუნდი ოპოზიციას დაუჭერს მხარს და მისი ამომრჩევლის ნაწილის ხმები, "ნაციონალური მოძრაობის" კადიდატების ხმებს დაემატება. რამდენიმე ქალაქში სწორედ გახარიას პარტიის ხმები გადაწყვეტს ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე.
ყოფილი პრემიერის პარტიამ პროპორციულ არჩევნებში, 7.8% დააგროვა. 1 37 414 ხმა, დანარჩენმა პარტიებმა კი ორ პროცენტზე ნაკლები აიღეს. თუმცა რამდენად მისაღებია "ნაციონალური მოძრაობა" გიორგი გახარიას 100 ათასამდე მხარდამჭერისთვის, კითხვის ნიშნები ისმის, რადგან ექსპერტების ნაწილი ფიქრობს რომ მისი ძირითადი ამომრჩეველი "ქართული ოცნების" ყოფილი ამომრჩეველია, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" არ მოსწონს.
სად მოიგო ოპოზიციამ და ვის რამდენი დეპუტატი ეყოლება თვითმმართველი ქალაქების საკრებულებში
ცესკოს წინასწარი შედეგებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით პროპორციულ ნაწილში „ქართულ ოცნებას“ 46.68 პროცენტი (822 669 ხმა) აქვს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 30.7 პროცენტი (541 069 ხმა).
თბილისი
რაც შეეხება კონკრეტულ ქალაქებს. თბილიის საკრებულოში 6 პარტია მოხვდა. "ქართული ოცნება“ - 40.3% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 27.97%„გახარია-საქართველოსთვის“ - 8.85%„ლელო“-3.63%„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 3.3%„ანა დოლიძე - ხალხისთვის“- 2,57%.
აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით, თბილისის საკრებულოში 50-დან 28 მანდატს „ქართული ოცნება“ იღებს, 13-ს „ნაციონალური მოძრაობა“, რვას სხვა პარტიები.
მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა ბათუმის და ზუგდიდის საკრებულოებში.
ბათუმი
პროპორციული წესით ბათუმის საკრებულოში ოთხი პარტიის წარმომადგენლები შევლენ. ესენია „ქართული ოცნება“, „გაერთიანებული ოპოზიცია“, „გახარია – საქართველოსთვის“ და „ლელო“
35 წევრიან ბათუმის საკრებულოში ოპოზიურ პარტიებს 19 წევრი ეყოლება, აქედან 15 დეპუტატი გართიანებულ ოპოზიციას "ნაციონალურ მოძრაობას" ეკუთვნის, 3 გიორგი გახარიას პარტიას 1 კი ლელოს. „ქართულ ოცნებას“ 16 დეპუტატი ეყოლება. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებების მიღებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება რა პოზიციას დაიკავებს გახარიას გუნდი საკრებულოში.
ზუგდიდი
მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა ზუგდიდშიც. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის საკრებულოში, პროპორციულ სიით 14 წევრს შეიყვანს, „ქართული ოცნება“ – 13 წევრს, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ – 3 წევრს. ზუგდიდის საკრებულო 45 წევრისგან შედგება, მათგან 30 წევრი შევა პროპორციული სიით და 15 წევრი მაჟორიტარული სიით. რაც შეეხება მაჟორიტარებს, 15 სამაჟორიტარო ოლში 10 ოლქი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა მოიგეს და 6 ოლქი „ქართული ოცნების“ წევრებმა. გაერთიანებული ოპოზიციას, "ნაციონალურ მოძრაობას" 45 წევრიან ზუგიდის საკრებულოში 24 დეპუტატი ეყოლება. გიორგი გახარიას პარტიას 3 დეპუტატი. "ქართულ ოცნებას 19 დეპუტატი.
რუსთავი
35 წევრიან რუსთავის საკრებულოში "ნაციონალურ მოძრაობას" 16 დეპუტატი ეყოლება, “ქართულ ოცნებას” — 15, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” კი 3 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი . ერთ ოლქში კი მეორე ტური გაიმართება, სადაც გახარიას პარტიის წარმომადგენელი "ქართული ოცნების" კანდიდატს დაუპირისპირდება.
წალენჯიხა
27 წევრიან წალენჯიხის საკრებულოში 5 მაჟორიტარის ბედი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. მეორე ტურში. აღნიშნული 5 ვაკანტური ადგილის გარდა, 22 მანდატიდან 13 ოპოზიციამ მოიპოვა. აქედან 8 მანდატი ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო. გახარიას პარტიამ - 4, ხოლო "ლელომ" -1. სანამ ხუთი მაჟორიტარული ოლქსი მეორე ტურის შედგები გახდება ცნობილი,წალენჯიხის საკრებულოში “ქართული ოცნებას” მხოლოდ 9 დეპუტატი ეყოლება.
საქართველოს თვითმმართველ ქალაქში მერობის კანდიდატების ხმები ასე გადანაწილდა:
თბილისი: კახა კალაძე - ქართული ოცნება - 44.97%, ნიკა მელია - ნაციონალური მოძრაობა - 33.98,
ქუთაისი: ხატია დეკანოიძე - ნაციონალური მოძრაობა - 43.35%, იოსებ ხახალეიშვილი - ქართული ოცნება - 41.49%
რუსთავი: ნინო ლაცაბიძე - ქართული ოცნება - 44.83%, დავით კირკიტაძე - ნაციონალური მოძრაობა - 43.53%
ფოთი: ბექა ვაჭარაძე - ქართული ოცნება - 46.86%, გიგი უგულავა - ნაციონალური მოძრაობა - 38.09%
ბათუმი: გიორგი კირთაძე - ნაციონალური მოძრაობა - 41.97%, არჩილ ჩიქოვანი - ქართული ოცნება - 41.08%
ზუგდიდი: ნაციონალური მოძრაობა, ანზორ მელია - 23 930 ხმა (46,88%); ქართული ოცნება, მამუკა წოწერია - 21 007 ხმა (41,15%).
ლელო მერობის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ბრიფინგზე ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მეორე ტური დაინიშნება სამეგრელოს 7 მუნიციპალიტეტში. სენაკში მმართველი პარტიის კანდიდატ ვახტანგ გადელიას ხმათა 41.41 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ კობა ნაყოფიას 40.23 პროცენტი. შესაბამისად, გაიმართება მეორე ტური.
მარტვილში, „ქართული ოცნების“ კანდიდატ თორნიკე ჯანაშიას 42.41 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ თეიმურაზ ჯანაშიას 37.92 პროცენტი.
ხობშიც, „ქართული ოცნების“ კანდიდატ დავით ბუკიას 46.56 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ბესიკ შენგელიას 35.24 პროცენტი.
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ანზორ მელიას ხმათა 46.88 პროცენტი აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატ მამუკა წოწერიას 41.62 პროცენტი. შესაბამისად, დაინიშნება მეორე ტური.
მეორე ტური იქნება წალენჯიხაშიც, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი ხარჩილავას ხმათა 41.02 პროცენტი აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატ გოგა გულორდავას 37.17 პროცენტი.
ჩხოროწყუში მმართველი პარტიის კანდიდატ დათო გოგუას ხმათა 46.53 პროცენტი აქვს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ ბადრი ქარჩავას 34.9 პროცენტი. შესაბამისად, გაიმართება მეორე ტური.
მეორე ტური იქნება ფოთშიც, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატ ბექა ვაჭარაძეს 47.58 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი უგულავას – 37.73 პროცენტი.
მეორე ტური გაიმართება ასევე გურიაში, ოზურგეთში, სადაც „ქართული ოცნების“ ავთანდილ თალაკვაძეს ხმათა 42.03 პროცენტი აქვს, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატ კონსტანტინე შარაშენიძეს 28.53 პროცენტი.
მეორე ტური გაიმართება თელავშიც, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატ ლევან ანდრიაშვილს ხმათა 47.18 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი ბოტკოველს 44.96 პროცენტი.
თიანეთის მერის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლევან წიკლაურს ხმათა 43.19 პროცენტი აქვს, ხოლო „თამაზ მეჭიაური საქართველოსთვის“ კანდიდატ თამაზ მეჭიაურს 30.09 პროცენტი.
შიდა ქართლიდან მეორე ტური ორ მუნიციპალიტეტში ხაშურსა და ქარელში გაიმართება.
ქარელშიც, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზაზა გულიაშვილს ხმათა 45.77 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკოლოზ ახალკაცს 33.59 პროცენტი/
რაც შეეხება ხაშურს, სადაც ასევე მეორე ტური გაიმართება, აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატ თენგიზ ჩიტიაშვილს 44.29 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ იოსებ ბუაძეს 35.53 პროცენტი.
მეორე ტური სავარაუდოა ცაგერშიც, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატ გიორგი ნემსაძეს ხმათა 49.34 პროცენტი აქვს, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატ ბესარიონ ბენდელიანს 35.02 პროცენტი.
რაც შეეხება ბაღდათს, ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა ენუქიძეს ხმათა 49.52 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი რობაქიძეს – 36.19 პროცენტი. შესაბამისად, სავარაუდოა მეორე ტური.
წყალტუბოში, მმართველი პარტიის კანდიდატ გენადი ბალანჩივაძეს ხმათა 46.83 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ზაზა მეტრეველს 43.02 პროცენტი.
მეორე ტური იქნება ხელვაჩაურშიც, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატ ზაზა დიასამიძეს 42.9 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ მიშა ობოლაძეს 41.18 პროცენტი.