ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სახლი ჩამოინგრა. ადგილობრივი რადიოს, “ძველი ქალაქის” თანახმად, მომხდარი შემთხვევა ბუნებრივი აირის დაგროვებას უკავშირდება.
აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. “ძველი ქალაქის” მიხედვით, ჩამონგრეული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.