შარლ მიშელი საციცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, ახლა საქართველო სიღრმისეულ რეფორმებს დაუბრუნდეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს. როგორც Twitter-ზე განთავსებულ ტექსტში წერია, სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია, რომ ახლა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ქვეყნის ყურადღება სიღრმისეულ რეფორმებს დაუბრუნდეს.

„ვაფასებ ყველა ქართველს, რომლებმაც ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში არჩევანი დააფიქსირეს. სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია, რომ ახლა ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს, როგორც ეს გაწერილია 19 აპრილის შეთანხმებაში, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და სასამართლო სფეროში", - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული საქართველოში ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში.

ცნობისთვის, მმართველ პარტიას 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად აქვს გამოცხადებული.

ამავე თემაზე:

ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ