აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარებულ თვთმმართველობის არჩევნებით იმედგაცრუებულია.
„ამ შაბათ-კვირას საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაუჯერებელ იმედგაცრუებას იწვევს და დრამატულად უკანდახევაა 2012 წლის არჩევნებიდან, რომელსაც მე ვაკვირდებოდი. შეწუხებული ვარ დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ მრავალი ცნობის გამო. საქართველოს მთავრობამ, რომელიც არჩევნების მეორე ტურს მართავს, უნდა მოაგვაროს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ ხაზგასმული საკითხები, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული ძალადობა და არათანაბარი პირობები იმ პარტიებისთვის, რომლებიც მმართველ პარტიას უპირისპირდებიან. სამართლიანი და ღია საარჩევნო პროცესი ძლიერი დემოკრატიის ნიშანია“, - წერს სენატორი.