აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ახლოს აკვირდება და ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობისკენ მოუწოდებს, ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე უწყების პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. იუწყება Reuters-ი.

„ჩვენ მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”, - განაცხადა ნედ პრაისმა გამართულ ბრიფინგზე.