საქართველოში 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, კოვიდინფიცირების 2800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 292.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 679 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 554 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 125 PCR ტესტით. თბილისში გამოვლენილია 882 შემთხვევა, აჭარა - 103, იმერეთი - 572, ქვემო ქართლი - 174, შიდა ქართლი - 153, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 260, კახეთი - 409, მცხეთა-მთიანეთი - 77, სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 44.
4 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.31%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 5.51%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 5.16%.
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 621 420-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 593 153-ს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 110 პირი ემსხვერპლა.
აქტიური შემთხვევა 19 131, საიდანაც 4 025 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 406, აჭარაში - 351, იმერეთში - 897.
947მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 339, აჭარაში - 108, იმერეთში - 270. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 260, მათგან თბილისში - 144, აჭარაში - 33, იმერეთში - 26.
597 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 293 - თბილისში, 166 - აჭარაში.
14 509 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 4 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 197 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 084 ადამიანი.