რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა. დაღუპულია ერთი ადამიანი, ერთი მძიმედ დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, ქარხანაში არსებული დანადგარი აფეთქდა, რის შედეგადაც ადგილზე დასაქმებული 60 წლამდე კაცი გარდაიცვალა.

შსს-ში განცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.