მიხეილ სააკაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის: მე პუტინის პირადი პატიმარი ვარ, ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას

„ძალიან ამაღელვებელი იყო თქვენი სიტყვები, რომელიც არის მაღალი კლასის ნამდვილი სახელმწიფო მოხელის გამოხმაურება საქართველოში ჩემს უკანონო დაკავებასა და დაპატიმრებაზე გაყალბებული ბრალდებების საფუძველზე, რომლებსაც რუსეთის გარდა მსოფლიოში არავინ აღიარებს“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში საუბრობს, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს.

„საქართველო არის ჩემი ცხოვრების სიყვარული, მაგრამ მე ასევე მიყვარს უკრაინა - ჩემი მეორე სამშობლო, სადაც გავატარე ჩემი ცხოვრების მრავალი წელი, სადაც მყავს ოჯახი და მეგობრები და ძალიან ვაფასებ უკრაინის მოქალაქეობას.

მთელი ცხოვრება ვიამაყებ იმით, რომ მქონდა შესაძლებლობა, შემეტანა მოკრძალებული წვლილი თქვენ მიერ გატარებულ ისტორიულ ცვლილებებსა და რეფორმებში. ვინაიდან, ფაქტობრივად ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ძალიან ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას უკრაინის, მთელი რეგიონისა და იმპერიის ყველა პატიმრის დაცვასთან დაკავშირებით“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.