NATO: საზღვაო პატრულირება აღრმავებს ალიანსის თანამშრომლობას მოკავშირებთან და პარტნიორებთან, NATO-ს შავი ზღვის უსაფრთხოებისადმი ერთგულია

27 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით, NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) წელს მესამედ ეწვია შავ ზღვას, რუტინული ოპერაციების ჩასატარებლად და საპორტო ვიზიტის განსახორციელებლად ბათუმში.

ამასთან დაკავშირებით ალიანსის პოზიცია საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისმა დააფიქსირა.

„საზღვაო პატრულირება აღრმავებს ალიანსის მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობას. ვიზიტი ხაზს უსვამს NATO-ს ერთგულებას შავი ზღვის უსაფრთხოებისადმი და საერთაშორისო წყლებში ნავიგაციის თავისუფლების დაცვის შესაძლებლობას“, - აღნიშნულია ტექსტში.

ამავე თემაზე:

შავ ზღვაში NATO-საქართველოს ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა