თამარ გაბუნია: სიკვდილიანობის მაჩვენებლის მატება „დელტას“ მეტად დამაზიანებელ ზემოქმედებას უკავშირდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია სიკვდილიანობის მაჩვენებლის მატებას „დელტა“ შტამის მეტად დამაზიანებელ ზემოქმედებას უკავშირებს.

მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფიგნზე განაცხადა, რომ ამაზე უკვე გლობალურად არსებობს საკმაოდ ვრცელი მონაცემები.

მისივე თქმით, კლინიკური მართვის ხარისხი დღეს კლინიკებში ბევრად უკეთესია, ვიდრე უწყებას წინა ტალღების პირობებში ჰქონდა.

„ჩვენ დღეს თითქმის ყველა შემთხვევა გვაქვს გამოწვეული „დელტა“ შტამით, რაც არის ის, რომ „დელტა“ შტამის შემთხვევაში პროგნოზულად მეტად მძიმე გამოსავლებია მოსალოდნელი.

რაც შეეხება კლინიკური მართვის ხარისხს, შესაძლებლობა დღეს კლინიკებში მდგომარეობის მართვის არის ბევრად უკეთესი, ვიდრე ჩვენ ეს გვქონდა წინა ტალღების პირობებში. თვითონ შტამის დამაზიანებელი და დამაზარალებელი ზეგავლენა არის მაღალი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.