Astrazeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაცია შეჩერებულია

Astrazeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაცია შეჩერდა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ. მანვე აღნიშნა, რომ მოსახლეობა ამ ვაქცინის მეორე დოზით შეძლებს აცრას.

„სამწუხაროდ, ვაჩერებთ Astrazeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაციას. მოთხოვნა ნაკლებია, ამიტომ მხოლოდ მეორე დოზებზე იქნება რეგისტრაცია. შეფერხების მიზეზია ის, რომ დონაცია უნდა ყოფილიყო და ვერ შევთანხმდით ვადებზე. ახლა Astrazeneca მხოლოდ მეორე დოზებისთვის გვაქვს, ვნახოთ, COVAX-ი თუ მოგვაწვდის Astrazeneca-ს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.