ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდათ

საქართველოში, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილ ზურაბ და შალვა წოწორიებს, ფოთის ტერმინალის თანამშრომლებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს 5000-5000 ლარს სთავაზობდა. ადვოკატი მზად იყო, საკუთარი ქონებით უზუნველეყო გირაოს თანხა, თუ სასამართლო გადაწყვეტდა, რომ აღნიშნული თანხა, ვერ უზრუნველყოფდა საფრთხეებს.

„ის ბრალი, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს აქვთ წარდგენილი, აბსურდულია, არ ჯდება მოქმედ კანონმდებობაში, რას ედავება ბრალდების მხარე, თავადაც არ იცის, მათ დანაშუალი არ ჩაუდენიათ. დანაშაულის დაფარვა რაში გამოიხატება, ხელი შეუშალეს დანაშაულის გახსნას? კანონს უნდა სწორად წაკითხვა, მსჯავრდებული პირის მიერ სასამართლოსთვის ხელისშეშლა რაში გამოიხატება?"- აღნიშნავს გიორგი გოგინავა.

თავის მხრივ, პროკურორ გიორგი ხაჩიძის განცხადებით, ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა, თუმცა, შალვა წოწორიას კუთვნილი ავტომანქანით მათ უზრუნველყვეს მსჯავრდებულ სააკაშვილის ტრანსპორტირება აბაშის მუნიციპალიტეტში.

ადვოკატ გიორგი გოგინავას განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება მიხეილ სააკაშვილის მიმართ დევნის დაწყების დადგენილება და მისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე ითხოვს პროკურატურა წიწორიების პატიმრობას.

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებული მამა-შვილი წოწორიები დუმილის უფლებას იყენებენ.

„ეს ადამიანები რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არ არიან, ისინი შეხვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, რასაც ჰქვია, ჩაიხუტეს გულში, ასეთი დამოკიდებულება აქვთ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. იმის გამო, რომ ეს დამოკიდებულება აქვთ, დღეის მდგომარეობით ისინი დაკავებული არიან. მათ პრეზიდენტის ტრანსპორტირება უზრუნველყვეს“, - აღნიშნა გიორგი გოგინავამ.