საქართველოს პარლამენტმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა. კენჭისყრაში 79-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა და არცერთი საწინღმდეგო ხმა არ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, რომ საპროცედურო საკითხთა კომეტიტმა სადეპუტატო მანდატის გაუქმების შესახებ ნიკა მელიას მოთხოვნა არჩევნებამდე განიხილა. რეგლამენტის თანახმად საკითხი, პირველივე პლენარულ სხდომაზე უნდა გაეტანათ, რომელიც არჩევნების შემდეგ უწევდა.
თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია 30 ოქტომბერს, თბილისის მერობის მეორე ტურში იღებს მონაწილეობას. ჯერჯერობით უცნობია დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ, როგორ წარიმართება მისი სამართლებრივი პასუხისგების საქმე, 20 ივნისის საქმეზე.
ოპოზიცია არჩევნებამდე რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას ითხოვდა. მიზეზად გავრცელებულ ფარულ ჩანაწერების განხილავს ასახელებდა.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე, განცხადება საკუთარი სურვილით, 29 ივლისს, მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. წერილობითი განცხადება კი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 3 აგვისტოს წარადგინა.