რომელი კოვიდრეგულაციები და შეზღუდვები იხსნება დღეიდან

დღეიდან, კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები იხსნება. კვების ობიექტები კი 23 საათამდე მუშაობას შეძლებენ.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კონცერტებზე დასწრება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი.

ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების გამართვა 12 აგვისტოდან დღემდე სრულად იყო შეზღუდული.

დღეიდან კვების ობიექტების მუშაობას 22:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე შეძლებენ.