2 410 ინფიცირების ახალი შემთხვევა, 24 გარდაცვლილი და 965 მძიმე პაციენტი

34 918 ტესტის შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 2 410 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გაირადაიცვალა 24 ადამიანი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 255 პაციენტი იმყოფება.

ამ ეტაპზე 20 001 ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა, საიდანაც 4 077 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 965 ინფიცირებული.

623 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 15 301 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაში.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 623 830-ს შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.90%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.53% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.31%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 516 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 594 669.

დღემდე ვირუსს ჯამში 9 134 პირი ემსხვერპლა. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 613 ადამიანი.