ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 9 075-მა ადამიანმა გაიკეთა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 9 075-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 836 443 აცრა გაკეთდა.

ამ ეტაპზე, 1 დოზით ვაქცინირებულია 991 141 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.9% სრულად ვაქცინირებულია 835 645 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 29.3 % 4 ოქტომბერს აიცრა 8 106 ადამიანი.

საქართველოში სულ 300-ზე მეტი ვაქცინაციის პუნქტია.

34 918 ტესტის შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 2 410 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გაირადაიცვალა 30 ადამიანი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 255 პაციენტი იმყოფება.

ამ ეტაპზე 20 001 ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა, საიდანაც 4 077 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 965 ინფიცირებული.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 623 830-ს შეადგენს.