HBO Max-მა „სამეფო კარის თამაშების“ წინა ისტორიაზე გადაღებული ახალი სერიალის თიზერი გამოუშვა.
სერიალს „დრაკონის სახლი“ ქვია და მოვლენები „სამეფო კარის თამაშების“ სიუჟეტამდე 200 წლით ადრე ვითარდება.
სერიალი გამოგონილ სამყაროში - ვესტეროსში ტარგარიენების სამეფო დინასტიის წევრებს შორის სამოქალაქო ომზე მოგვითხრობს, რომელიც „დრაკონების ცეკვის“ სახელით არის ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ სერიალმა "სამეფო კარის თამაშებმა" პოპულარობით, მანამდე არსებული ყველა მსოფლიო რეიტინგი მოხსნა.