„ტიკარაძე, მონა! ბიძინა ივანიშვილის მონა“ - მსგავსი შეძახილებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს, სადაც შეკრებილები მინისტრთან შეხვედრასა და მის გადადგომას მოითხოვენ.
როგორც ისინი აცხადებენ, თუ მინისტრი მოსახლეობას არ შეხვდება, ისინი ადგილზე კარვებს გაშლიან.
მათი შეფასებით, საავადმყოფოში პაციენტების გადაყვანა ნაცნობობით ხდება, რადგან „ჯანდაცვის მინისტრი ბიძინა ივანიშვილის მონაა“.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 19 წლის თეკლა თორდია და 24 წლის ნინო გულიკაშვილი ქვეყნის „ცუდი ჯადაცვის სისტემის მსხვერპლია“.