ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს საპატიო ვარსკვლავი გაუხსნეს. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ეზოში, ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, სპორტის დამსახურებული ოსტატი შოთა ხაბარელი, საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი და კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და ტიტულოვანი სპორტსმენები ესწრებოდნენ.
შესაბამისი წარწერა დაემატა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ვარსკვლავსაც, რომელმაც ოლიმპიური თამაშები ზედიზედ მეორედ მოიგო (2016-2021 წლებში).
ამავე თემაზე: