მოლდოვის გენერალური პროკურორი დააკავეს

მოლდოვის გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო დააკავეს. იუწყება Reuters-ი. მას კორუფციაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს.

ალექსანდრ სტოიანოგლო გენერალურ პროკურორად 2019 წელს მოლდოვის წინა პრეზიდენტმა, პრორუსულმა ლიდერმა იგორ დოდონმა დანიშნა და ის ალექსანდრ სტოიანოგლოს დაკავებას ამჟამინდელი პრეზიდენტის, მაია სანდუს მხრიდან ანგარიშსწორებად მიიჩნევს.

„დღეს გამოუსწორებელი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს სტოიანოგლოს დაპატიმრებით", - განაცხადა დოდონმა.

თავის მხრივ, ალექსანდრ სტოიანოგი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ მოლდოვის მოქმედი ხელისუფლება მას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ საქმის აღძვრაში არწმუნებდა, რაზეც უარი განაცხადა.