აფხაზური მხარე ენგურს რამდენიმე დღით ისევ ცალმხრივად ხსნის

აფხაზური მხარის ცნობით, ენგურის გამშვები პუნქტი 3-დან 10 დეკემბრამდე ისევ ცალმხრივ რეჟიმში, სამკურნალოდ გასული აფხაზეთის მოქალაქეების დასაბრუნებლად გაიხსნება.

მათივე ცნობით, აფხაზეთში შემსვლელ ყველა მოქალაქეს თან უნდა ჰქონდეს ე.წ. კოვიდუარყოფითი ცნობა, რომელიც საქართველოს სამედიცინო დაწესებულების მიერ არაუმეტეს 72 საათით ადრე არის გაცემული.

დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოქალაქეების აფხაზეთში დასაბრუნებლად ენგურის გამშვები პუნქტი რამდენიმე თვეში ერთხელ იხსნება.

აფხაზურმა მხარემ ენგურის გამშვები პუნქტი კორონავირუსის პანდემიის საბაბით, საქართველოში ვირუსის პირველივე შემთხვევის დადასტურების შემდეგ ჩაკეტა.

ჰუმანიტარული კორიდორით ენგურის გამშვებ პუქნტზე მხოლოდ 22-24 ივნისს 907-მა აფხაზეთში მცხოვრებმა ისარგებლა.