რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 4 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე, გათავისუფლებულია.
დე-ფაქტო საზღვართან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებული სამი მოქალაქიდან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს გაათავისუფლეს, რომელიც დაკავების მომენტში 10-12 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანა. ამ დროისთის, ცხინვალიდან გათავისუფლებული 29 წლის ნიკოლოზ ფეხშველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულების ტრავმატოლოგის განცხადებით, პაციენტს სხივის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.
საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით, მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ გამოყენებით, პროცესში ჩართულნი იყვნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძნობს მუშაობას უკანონოდ დაკავებულ სხვა პირთა გასათავისუფლებლად.