თიანეთის პოლიციამ შვილის მკვლელობის ბრალდებით 81 წლის კაცი დააკავა

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1940 წელს დაბადებული დ.ფ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, 81 წლის მამამ 59 წლის შვილს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მიაყენა დაზიანებები.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა შვილს - 1962 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

პოლიციამ დ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა.დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.