საქართველოს დღეს NATO-ს სამხედრო კომიტეტი ეწვევა

საქართველოს დღეს NATO-ს სამხედრო კომიტეტი ეწვევა.

NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველო უკვე მეოთხედ უმასპინძლებს. სხდომას კომიტეტის ახალი თავმჯდომარეს, ადმირალი ბაუერი უხელმძღვანელებს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმათება ასევე NATO-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა, რომელზეც ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნობიან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

ერთობლივ სხდომაზე იმსჯელებენ თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პოლიტიკაზე. დაგეგმილია ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებენ.