მონტენეგროს პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

მონტენეგროს პრეზიდენტი, მილო ჯუკანოვიჩი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში მონტენეგროს პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან. ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის ასევე გაიმართება გაფართოებული ფორმატის შეხვედრა.

ამასთან, მონტენეგროს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. მილო ჯუკანოვიჩი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს და საპატიო წიგნში ჩანაწერს გააკეთებს.