NATO-მ ბრიუსელში რუსეთის მისიის 8 წევრს აკრედიტაცია გაუუქმა.
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მიზეზად სხვადასხვა ქვეყანაში ჩადენილი "მტრული საქმიანობა“ დაახელა.
როგორც NATO-ში აცხადებენ, აღნიშნული პირები, ფარულად, დაზვერვის ოფიცრებად მუშაობდნენ.
ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ მოსკოვში და აცხადებენ, რომ ალიანსის ამ გადაწყვეტილებას საპასუხო ნაბიჯი აუცილებლად მოჰყვება.