ინფიცირების 2 228  ახალი შემთხვევა, 28 გარდაცვლილი და 959 მძიმე პაციენტი

31 828 ტესტის შედეგად, ბოლო 24 საათში ინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გაირდაიცვალა 28 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 711 პაციენტი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 490 საიდანაც: 4 150 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 959 ინფიცირებული. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 256 პაციენტი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 626 058-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.61%.

სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 596 380. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 162 ადამიანი ემსხვერპლა.

633 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 15 707 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაში გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 6 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 227 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 085 ადამიანი.