სარეკლამო კომპანია "ალმა",  სიძულვილის ენის შემცველი სარეკლამო მასალების აკრძალვას ითხოვს

სარეკლამო კომპანია "ალმა", სიძულვილის ენის შემცველი სარეკლამო მასალების აკრძალვას ითხოვს.

საკანონომდებლო ინციატივის შესახებ ინფორმაცია თავას კომპანიამ გაავრცელა.

"უნდა შეზღუდოს გარე რეკლამის სფეროში სიძულვილისა და ბოროტების ენის შემცველი რეკლამის განთავსება და მისცეს შესაძლებლობა რეკლამის გამავრცელებელს ლეგიტიმური უარი განუცხადოს რეკლამის დამკვეთს სარეკლამო მომსახურების გაწევაზე", - ვკითხულობთ კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც "ალმას" სკანდალური "სიძულვილის ბანერების" განთავსების ვადა ამოეწურა, აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გააგრძელებენ და კანონის მიღებამდეც, უარს ამბობს "სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისადმი მიმართული სარეკლამო კონტენტის განთავსებაზე.

"ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა ნებისმიერ სუბიექტთან მიმართებაში და ვფიქრობთ, აღნიშნული ნაბიჯით ჩვენი მხრიდან მცირე წვლილს შევიტანთ საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებასა და გარე რეკლამის სფეროში ერთხელ და სამუდამოდ ცივილური ურთიერთობის სტანდარტის დამკვიდრებაში", - აცხადებს "ალმა".

ცესკომ ე.წ. „სიძულვილის ბანერების" გაკვრაზე მოკვლევა დაიწყო