ბოლო 24 საათში, კორონავირუსის  საწინააღმდეგო ვაქცინით  7 815 ადამიანი აიცრა, ორი დოზით მოსახლეობის მხოლოდ 29%-ია აცრილი

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 6 ოქტომბერს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 815 ადამიანი აიცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 995 019 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.0%. სრულად ვაქცინირებულია 849 946 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 29.8 % 6 .

ოქტომბრის დასაწყისიდან ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი 10 000-ზე ნაკლებია. აცრის ტემპმა შემცირება დაიწყო სექტემბრის შუა რიცხვებიდან, როცა დღიური მაჩვენებელი 15 ათასსაც ვერ აღწევდა, მაშინ როცა წინა პერიოდში დღეში იცრებოდა თითქმის ორჯერ მეტი ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის უფრო რთული და გადამდები "დელტა" ვარიანტის მასობრივად გავრცელების გამო, 60% საკმარისი აღარ არის და ეპიდემიის შესაჩერებლად საჭიროა, რომ ვაქცინირებული იყოს 80%.

"ქვეყანაში გვაქვს სამი ათასამდე ახალი შემთხვევა, შევამსუბუქეთ რეგულაციები, გვაქვს 30-მდე გარდაცვალების შემთხვევა, გვაქვს სამი მილიონი ვაქცინა, გვაქვს უნიკალური ქსელი აცრების მისაწოდებლად და ამ ფონზე დღიური აცრის მაჩვენებელი არის ძალიან მცირე. დღეში უნდა იცრებოდეს 30-40 ათასი ადამიანი იმისათვის, რომ წლის ბოლომდე მივაღწიოთ 65 პროცენტიან აცრას. ჩვენ სულ 20 პროცენტი გვყავს სრულად ორჯერადად აცრილი, ისრაელს 40 პროცენტი ჰყავს სამჯერ აცრილი", - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.