საქართველომ 12 წელს (12-15) გადაცილებული მოზარდების ვაქცინაციას მხარი დაუჭირა, თუმცა აცრა მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონეებს შეეხებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ მიიღო. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ სხდომის შემდეგ განმარტა, რომ პირველ ეტაპზე ქვეყანა დაიწყებს ვაქცინაციას რისკის ჯგუფებში და შემდეგ კიდევ ერთხელ შეიკრიბება იმუნიზაციის საბჭო და გადაწყვეტს, გაფართოვდება თუ არ ეს ჯგუფები.
დღეს ვაქცინაციის საბჭოს შევთავაზეთ ე.წ გერმანული მოდელი, რომელიც გულისხმობს, პირველ ეტაპზე, განსაკუთრებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ბავშვების ვაქცინაციას.
ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც ინფიცირების შემთხვევაში დაკავშირებულია ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების მაღალ რისკთან. ეს არის ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანომალიები, ეს არის გულის, ღვიძლის, თირკმლის და ა.შ თანდაყოლილი დაავადებები. ასე რომ, პირველ ეტაპზე ქვეყანა დაიწყებს ვაქცინაციას რისკის ჯგუფებში და შემდეგ კიდევ ერთხელ შეიკრიბება იმუნიზაციის საბჭო და გადაწყვეტს, გაფართოვდება თუ არ ეს ჯგუფები და გახდება თუ არა 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია უნივერსალური რეკომენდაცია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ამავე თემაზე:
საქართველო „ბუსტერ“ დოზებით აცრას იწყებს
როდის დაიწყება საქართველოში „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია