უკრაინის უმაღლესმა რადამ თანამდებობიდან გადააყენა პარლამენტის თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვი. შესაბამის გადაწყვეტილებას ხუთშაბათის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა 284 დეპუტატმა, მათ შორის 215-მა მმართველი პარტიიდან.
რაზუმკოვი, რომელიც მანამდე, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ლიდერი იყო, უმაღლესი რადას სპიკერად 2019 წლის აგვისტოში აირჩიეს.
დმიტრო რაზუმკოვისთვის უნდობლობის გამოცხადება საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ინიციატივით მოხდა.
ის ვლადიმერ ზელენსკის მიერ ინიცირებული პროექტის სწრაფად მიღების წინააღმდეგი იყო. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც ოლიგარქების გავლენის შემცირებას ისახავდა მიზნად.
პარლამენტის თავმჯდომარ კანონის მიღებამდე, ვენეციის კომისიაში მის გადაგზავნას უჭერდა მხარს.