ცესკოს ცნობით, საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს და არჩევნების მომდევნო დღეებში, ცესკოს ელექტრონულ ბაზაში 1702 საჩივარია დაწერილი.
ამ საჩივრების მესამედი (561) ადგილობრივმა დამკვირვებლებმა დაწერეს. ინფორმაციას ცესკოს პრესსამსახური ავრცელებს.
კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში საარჩევნო სუბიექტებმა საოლქო საარჩევნო კომისიებში 1141 საჩივარი წარადგინეს. როგორც ცესკო განმარტავს, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილობა/გადათვლის მოთხოვნას შეეხება 825 განცხადება/საჩივარი, ხოლო დანარჩენი - უმეტესწილად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას და პროცედურულ ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნას.
"აღსანიშნავია, რომ საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებში 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაცია მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას თითოეულ საარჩევნო ოლქში განხილვების შედეგების თაობაზე", - აღნიშნავენ ცესკოში.