Pfizer-ი FDA-ს მიმართავს, 5-11 წლის ბავშვებში ვაქცინაციის ნებართვა მიიღოს. კომპანიამ განაცხადა, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მოთხოვნით განაცხადი უკვე შეიტანა.
აშშ-ში, ამჟამად ვაქცინა არ არის ხელმისაწვდომი 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
FDA-მ ადრე განაცხადა, რომ ის სწრაფად გადახედავდა განაცხადს და ეს არ მოითხოვს თვეებს.
„ჩვენ კლინიკური კვლევების მონაცემებს შევაფასებთ“, - განაცხადა FDA-ს კომისრის მოვალეობის შემსრულებელმა ჯანეტ ვუდკოკმა.