მონტენეგროს პრეზიდენტის მილო ჯუკანოვიჩის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები გაიმართა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა.
მხარეებმა განიხილეს, საქართველოსა და მონტენეგროს გეოპოლიტიკური მოცემულობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა და მონტენეგროს მიერ საქართველოსათვის ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება. საქართველოს და მონტენეგროს პრეზიდენტებმა შეხვედრებზე განხილული საკითხების შესახებ პრესისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
Europetime ამ განცხადებებიდან მონტენეგროს პრეზიდენტის გზავნილებს გთავაზობთ:
პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია თქვენს მიზნებს მიაღწიოთ
ჩვენ საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას, ასევე პოლიტიკურ სიტუაციას თქვენს რეგიონში აქტიურად ვადევნებთ თვალ-ყურს. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელვანია თქვენი სულისკვეთება და ძალისხმევა, რასაც გაიღებთ იმისთვის, რომ საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდეს. პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია, თქვენს მიზნებს მიაღწიოთ. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს და საქართველოს ნაბიჯებს ამ პოლიტიკურად ძალიან რთულ რეგიონში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას სტაბილურობის მიღწევისკენ.
მონტენეგროს არც ისე მარტივი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს
მაგრამ ჩვენ, რეალურად შევძელით, მყარად დავმდგარიყავით და ამ ეტაპზე ვართ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ. საქართველო არის საერთაშორისოდ აღიარებული ქვეყანა, ძლიერი ქვეყანა, თქვენ ხართ ჩვენი მეგობრები და ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს თქვენ ამბიციებს, სწრაფვებს და განვაგრძობთ თქვენი ქვეყნის მხარდაჭრას.
მონტენეგრო ამ ეტაპზე ახალ და საინტერესო პოლიტიკურ გამოცდილებებს გადის. 30 წლის განმავლობაში ერთი პოლიტკური პარტია იყო ხელისუფლებაში და დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ შევცვალეთ მთავრობა. შესაბამისად, ახალი მთავრობა მოიტანს ახალ ღირებულებებს.
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კომპლექსური პოლიტიკური გარემო გვაქვს, ეს არის დემოკრატიული პროცესი. რა თქმა უნდა, დასავლეთ ბალკანეთი არის ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდებარეობის და დიდი იმედი მაქვს, საქართველოში იგივე ნაბიჯები იქნება გადადგმული და ისევე წარმატებულად, როგორც ეს მონტენეგროში მოხდა. დიდი ნაბიჯები გადავდგით წინ.
ევროკავშირის ზრდის ინტერესი კლებულობს
მაგრამ მნიშვნელოვანია, გავაღვიძოთ ეს ინტერესი. ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს. სლოვენიაში, ლუბლიანაში სამიტი გაიმართა და ამ ყველაფერმა ჩასახა ახალი იმედი იმ თვალსაზრისი, რომ დასავლეთ ბალკანეთსა და ევროკავშირს შორის შესაძლოა, ბევრად უფრო აქტიური ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. ჩვენ ძალიან აქტიური დიალოგი გვქონდა გამართული, პოლიტიკური ვაკუუმი ამ ეტაპზე არ არსებობს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მესამე მხარის ინტერესი ძალიან აქტიური იქნება.
გეოპოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ რთული თემაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როლები სწორად გადანაწილდეს და რეგიონებს საშუალება მიეცეთ, თავინთი მიზნები აასრულონ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ძალიან კარგად განვითარდება ორივე რეგიონში.
ძალიან ბევრი შესძლებლობა არსებობს ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით. უმაღლესი დონის მოლაპარაკებები უნდა გავმართოთ. შეგვიძლია, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, კულტურის და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობა გავაღრმაოთ.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენი ქვეყნის კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას. ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თანამშრომლობა გავაუმჯობესოთ და შევქმანთ ისეთი პირობები, რომელიც დაეხმარება ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს, რომ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთს გააცნონ.
რა თქმა უნდა, ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა და გვსურს, ეს მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას ვეწვიე. საქართველოს საუკეთესო სურვილებს ვუსურვებ. დიდი იმედი მაქვს, თქვენი სტრატეგიული მიზნები განხორციელდება და მომავალში ყველა მიზანს მიაღწევთ“, - განაცხადა მილო ჯუკანოვიჩმა.
საქართველო მონტენეგროსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია როდესაც ვსაუბრობთ NATO-ს ოპერაციებზე.
საქართველო მონტენეგროს მნიშვნელოვანი პარტნიორია, ვიმედოვნებ, რომ საქართველო თავის სტრატეგიული მიზნებს განახორციელებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრობა უფრო გაღრმავდეს, აქტივობები, რაც განხორციელდება, ემსახურება იმას, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეს. რაც შეეხება სამშვიდობო ოპერაციებს, მონტენეგრო საქართველოს ძალიან აქტიურად უდგას მხარში.
საქართველო მონტენეგროსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია როდესაც ვსაუბრობთ NATO-ს ოპერაციებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო სხვადასხვა ნაწილში მშვიდობა აღდგეს. ჩვენ მსგავსი ღირებულებები გვაქვს. საქართველოში ვიზიტის ჩემი ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ ჩვენი მეგობრობა უფრო გაღმავებულიყო, გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა თქვენი შიდა და საგარეო პოლიტიკური მიმართულებით.
ასევე, მონტენეგრო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აღიარებს და მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ აქტიურად გიჭერთ მხარს თქვენ და თქვენს არჩევანს.
საქართველოს პრეზიდენტმა დღევანდელ ვიზიტს ისტორიული უწოდა, ეს პირველი ვიზიტია ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ.
ცნობისთვის, საქართველოსა და მონტენეგროს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2007 წლის 29 ოქტომბერს დამყარდა.