გაინტერესებთ როგორ შეიცვალა ქაბულის ქუჩებში თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლიდან ორ თვეზე ნაკლებ დროში? - ამ სტატიის საშუალებით ახალ ქაბულში იმოგზაურებთ.
სულ რამდენიმე კვირა გავიდა რაც ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თალიბანმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და ახალი რეჟიმი დაამყარა. იმ მძიმე დღეების ამსახველმა ფოტოებმა მსფლიო მედია მოიარა: თალიბანი პრეზიდენტის სასახლეში, ქაოსი აეროპორტში, სასოწარკვეთილი ხალხი, რომლებიც ახალი რეჟიმიდან გაქცევას ცდილობს.
როიტერის ფოტოგრაფი ხორხე სილვა ახალ ქაბულს ესტუმრა და დედაქალაქის ქუჩები დაათვალიერა. მან გადაიღო ყოველდღიური ცხოვრება ქალაქში, როდესაც ამ დროს თალიბები პატრულირებენ. სილვას ფოტოობიექტივში მოხვდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ პასპორტის აღებას, რათა ქვეყნიდან გააღწიონ.
ავღანელი ქალი მიკროფონით ანტი-პაკისტანური საპროტესტო აქციის დროს ქაბულში, ავღანეთი, 2021 წ. 7 სექტემბერი.
პატარა გოგონა ბურკიან ქალებთან ერთად, ქაბულის საავადმყოფო, ავღანეთი, 2021 წლის 5 ოქტომბერი
მაღაზიაში მიმავალი ბურკიანი ქალი - ქაბული, ავღანეთი, 2021 წლის 6 ოქტომბერი.
ბურკიანი ქალი საცხოვის წინ ზის - ქაბული, ავღანეთი, 2021 წლის 4 ოქტომბერი.
ავღანელი ქალები, რომლებიც ძალადობას გამოექცნენ და დროებით თავშესაფარში ცხოვრობენ, ქაბული, ავღანეთი, 2021 წლის 4 ოქტომბერი.
ავღანელი ქალი ქუჩაში გადაადგილდება, კედელზე კი იარაღით ხელში ქალია დახატული, ქაბული, 6 ოქტომბერი, 2021 წელი.
ბურკით შემოსილი ქალი ქაბულის ქუჩებში, ავღანეთი, 2021 წლის 3 ოქტომბერი.
ავღანელი გოგონა გასართობ პარკში - ქაბული, ავღანეთი, 2021 წლის 13 სექტემბერი.
გოგონა ქაბულის ერთ-ერთ ქუჩაზე კალმებს ყიდის, ავღანეთი, 2021 წლის 3 ოქტომბერი.
ავღანელი გოგონები ქაბულის სკოლაში, ავღანეთი, 2021 წ. 18 სექტემბერი.