დიდი ბრიტანეთი საქართველოს ე.წ. წითელი ზონიდან ამოიღებს

ბრიტანეთი 11 ოქტომბრის დილის 4 საათიდან 47 ქვეყანას და, მათ შორის საქართველოს კორონავირუსის გავრცელების ე.წ. წითელი სიიდან იქნება ამოიღებს.

დიდი ბრიტანეთი საქართველოს იმ ქვეყნების სიაში შეიყვანს, რომლებსაც ვაქცინაციის დამტკიცებული საბუთი აქვთ.

ვაქცინის სერტიფიკატი ეროვნული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოს მიერ უნდა იყოს გაცემული, ინგლისურ, ფრანგულ ან ესპანურ ენებზე.

მასში შემდეგი ინფორმაცია უნდა იყოს მოცემული: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, ვაქცინის სახელწოდება და მისი მწარმოებელი, თარიღი თითოეული დოზის, ვაქცინის ქვეყანა ან ტერიტორია ან/და სერტიფიკატის გამცემი.

დიდი ბრიტანეთში შესვლაზე რეგულაციების შემსუბუქება იმ უცხოელებს შეეხებათ, რომლებიც იქ ავტორიზებული ვაქცინებით არიან აცრილები. ასეთია (AstraZeneca, Pfizer-ი, Moderna და Johnso&Johnson-ი).

სხვა შემთხვევაში, დიდ ბრიტანეთში შემსვლელებს კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, ბრიტანეთში ჩასვლისთანავე 10-დღიანი თვითიზოლაციის და მე-2 და მე-8 დღეს ტესტების გაკეთების წესი მოქმედებს.