„სამხედრო კომიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული მეოთხე ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ალიანსუს ურყევ მხარდაჭერას. NATO-ს და საქართველოს აკავშირებთ უნიკალური პარტნიორობა, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერდება“, - განაცხადა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა NATO- საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტნიორობა ყოველთვის ორმხრივად სასარგებლო იყო.
ამ კუთხით მან ავღანეთის მისიაში, საქართველოს, როგორც NATO-ს არაპარტნიორქვეყნებს შორის, ყველაზე დიდ კონტრიბუტორზეგაამახვილა ყურადღება.
ადმირალმა ხაზგასმით აღნიშნა სამშვიდობო მისიაში საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლი.
ადმირალმა რობ ბაუერმასაქართველოს ნატოს კოსოვოს მისიაში, ასევე NATO-ს რეაგირების ძალების
საქმიანობაში ჩართულობაზე ისაუბრა.
მან განსაკუთრებულიყურადღება დაუთმო NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხებს.
მისივე განმარტებით, ამ კონტექსტით NATO-საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური ხდება, არამხოლოდ საზღვაო სივრცეში, არამედ საჰაერო, სახმელეთო და კიბერ-უსაფრთხოებისმიმართულებით. ასევე, დადებითად შეაფასა NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა დაშეფასების ცენტრის საქმიანობა, როგორც მრავალეროვნული სწავლებების შესაძლებლობების განვითარების საშუალება.
NATO-ს სამხედროკომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ NATO განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.