უკრაინაში, დეპუტატი ანტონ პოლიაკოვი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ტაქსით გადაადგილების დროს ცუდად გახდა. იუწყება Reuters-ი. სასწრაფო დახმარების ექიმებს 33 წლის პოლიტიკოსი გარდაცვლილი დახვდათ. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
პოლიაკოვი უკრაინის პარლამენტში მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ სახელით შევიდა, თუმცა, ახლა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი ჰქონდა.