ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა, ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს სამაშველო სამსახური ეძებს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე შვიდსართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში მოჰყვნენ კორპუსში მცხოვრებლები. სამაშველო სამსახური მათ პოვნას და ნანაგრევებიდან ამოყვანას ცდილობს. მათ შორის არის მცირეწლოვანიც.

ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს, ჩამონგრეულ ნაწილში კი დაახლოებით 15 ოჯახი.

მოსახლეობის თქმით, კორპუსის სარდაფში, კომერციული ფართის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ნგრევა შესაძლოა სწორედ ამ სამუშაობმა გამოიწვია.

ნანგრევებიდან გამოიყვანეს ორი ბავშვი, მათ შორის 1,3 წლის ბავშვი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთ ბავშვს მცირე მოტეხილობები და ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. ნანგრევებიდან ორი ადამიანი პოლიციას დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა.