ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან სულ 5 გარდაცვლილია ამოყვანილი

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს, მათ შორის ორი ბავშვია.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა.

ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

ამავე თემაზე:

შსს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს