სკოლის აუცრელი თანამშრომლები, კორონავირუსზე ყოველ 7 დღეში ერთხელ, სრულად ვაქცინირებულები კი ორ კვირაში ერთხელ გაიტესტებიან

სკოლის აუცრელი თანამშრომლები ყოველ 7 დღეში ერთხელ, სრულად ვაქცინირებული თანამშრომლები კი ორ კვირაში ერთხელ გაიტესტებიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილ ბრძანებაშია აღნიშნული.

გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც არსებობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა ტესტირების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავეები სარგებლობენ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელით.

„ორსული ქალები ტესტირებას ექვემდებარებიან საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტით გათვალისწინებული რვა ანტენატალური ვიზიტისას PCR მეთოდით“, - ნათქვამია განკარგულებაში, რომელიც ძალაში უკვე შევიდა.

ამჟამად, სკოლის პერსონალის 68%-ია ვაქცინირებული.