ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილ ბავშვს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ, ამ ეტაპზე კლინიკაში გადაყვანილია ორი ბავშვი. მათ შორის ერთ-ერთი წლის და სამი თვის არის. დაშავებულის მამის ინფორმაციით, კორპუსში სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობდა.

„ბავშვი კარგად არის, ფეხი აქვს დაზიანებული. მანქანაში ბავშვთან ერთად მეც ვიყავი. დაახლოებით ნახევარი საათი ვიყავით ასე. პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ, აფეთქების ხმა ნამდვილად არ იყო“, - აცხადებს გიზო ქავთარაძე.

ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მედიკოსების განმარტებით, ის კონტაქტურია და კვლევები უტარდება.

„ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს ამ ეტაპზე, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში კვლევები უტარდება. მისი მდგომარეობა სტაბილურია, აქვს ზედაპირული დაზიანებები, წვივის მოტეხილობა. მიმდინარეობს შემდგომი კვლევა“, - აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი თამარ ბახტაძე.

აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს, ჩამონგრეულ ნაწილში კი დაახლოებით 15 ოჯახი.

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მაშველებს დახმარებას სთხოვს

ბათუმში 7 სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა, ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს სამაშველო სამსახური ეძებს