პოლიციის ცნობით, ბათუმში კორპუსის ნანგრევებში ხუთ ადამიანს ეძებენ

პოლიციის ცნობით, ბათუმში კორპუსის ნანგრევებში ხუთ ადამიანს ეძებენ. ორი კონტაქტზე გავიდა სამართალდამცველებთან.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ. ნანგრევებიდან ისმის ერთი ადამიანის ყვირილის ხმაც. მაშველებმა უკვე გამოიყვანეს ერთი ბავშვი, რომელიც ბათუმის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილია.

ექიმების თქმით, მას მცირე მოტეხილობები და ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.

დაშავებული ბავშვის მამის განცხადებით, კორპუსის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ნგრევა სავარაუდოდ ამ სამუშაომ გამოიწვია.

აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს, ჩამონგრეულ ნაწილში კი დაახლოებით 15 ოჯახი.