იაპონიის ახალი პრემიერი თვლის, რომ ტერიტორიული დავის გადაწყვეტის გარეშე რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება ვერ გაფორმდება

ტერიტორიული დავის გადაწყვეტის გარეშე, რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება ვერ გაფორმდება. ამის შესახებ იაპონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„იაპონია-რუსეთის ურთიერთობების მთელი კომპლექსი უნდა განვითარდეს, მათ შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს“, - განაცხადა ფუმიო კიშიდამ.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, იაპონიის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდო ხელშეკრულება მხოლოდ მას შემდეგ გაფორმდება, როდესაც ტერიტორიული დავა გადაწყდება.