ავღანეთში, მეჩეთში აფეთქებას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ყუნდუზში მდებარე შიიტურ მეჩეთში აფეთქებას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 100-მდე ადამიანი.

მედიის ცნობით, აფეთქება პარასკევის ყოველკვირეული ლოცვის დროს მოხდა.

აფეთქების შესახებ ცნობა დაადასტურა თალიბანის ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ქარი საიდ ხოსტი სხვა დეტალებზე არ საუბრობს.