უფლისციხესთან მტკვარმა კაცის ცხედარი გამორიყა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან მდინარე მტკვარმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა.

მდინარე მტკვარში ცხედარი მწყემსმა უფლისციხესთან დაინახა და 112+ში დარეკა. ცხედარი სამაშველო სამსახურმა ამოიყვანა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შსს-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობა ჯერ უცნობია.