ადოლფ ჰიტლერ უუნონა, გასულ კვირას, ყოფილ გერმანულ კოლონიაში მრჩევლის პოზიციაზე აირჩიეს. იუწყება BBC.
ნამიბიელ ადოლფ უუნონას თქმით, მას ნაცისტურ იდეოლოგიასთან არაფერი აქვს საერთო. მისი თქმით, ეს სახელი მამამ დაარქვა, რომელმაც „ალბათ არ იცოდა, თუ ვინ იყო ადოლფ ჰიტლერი“.
უუნონამ განაცხადა, რომ მას ყველა იცნობს, როგორც ადოლფი და არ აპირებს არც სახელის გადარქმევას და არც მსოფლიო ბატონობას.
ნამიბია გერმანიის ყოფილი კოლონიაა, ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1990 წელს მიიღო, თუმცა აქ საკმაოდ მრავლად გვხვდება ქალაქები, რომელებსაც გერმანული სახელწოდებები აქვთ.